"ნაპოლი" უკვე დიდი ხანია იბრძვის "ჩელსიდან" რომელუ ლუკაკუს დამატებისთვის, როგორც მედიის ინფორმაციებიდან ვიგებთ, "პარტენოპეიმ" ბელგიელის ტრანსფერი უკვე შეათანხმა და ოფიციალურადაც სულ მალე გამოაცხადებს.
რომანოს მიხედვით, მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს. "ჩელსი" ფიქსირებული თანხის სახით, 30 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც შესაძლოა, 15 მილიონი დაემატოს. ლუკაკუ "ნაპოლისთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ხელშეკრულებას ხელს 2027 წლამდე მოაწერს.
რომელუს ტრანსფერი თავად კონტეს მოთხოვნა გახლდათ, რომელთანაც დიდი ხანი მუშაობდა.