სერია ა-ს მომდევნო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა "ნაპოლის" თავკაცმა ანტონიო კონტემ, რომელმაც სხვადასხვა საინტერესო თემაზე ისაუბრა.
"გუნდის საფუძველი მყარია. ვიცი, რომ მყავს პროფესიონალი ბიჭები, მჯერა მათი და მათ ჩემი სჯერათ. ჩვენ უნდა გვჯეროდეს ამ ბიჭების. აქ არიან კარგი ადამიანები, ნამდვილი კაცები, თავიანთი სირთულეებით და სისუსტეებით, მაგრამ ისინი კაცები არიან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან როცა გასახდელში ნამდვილი კაცები არ გყავს, ყველაფერი უფრო რთულდება. როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, ყველა კარგია, რთულ მომენტებში კი ხედავ ნამდვილ კაცებს. ყოველდღიური შრომით შეგვიძლია გაუმჯობესება, რათა კვლავ გავხდეთ კონკურენტუნარიანები. არ ვიცი, ამას რა დროში მოვახერხებთ, მაგრამ საფუძველი არის." - ამბობს იტალიელი სპეციალისტი.
ნეაპოლელები "ბოლონიას" მარადონაზე 25 აგვისტოს უმასპინძლებენ.