სულ ცოტა ხნის წინ, დინამო თბილისის პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ თქვა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან გვაქვს სატრანსფერო სახის საუბარი და შევძლებთ თუ არა მის დამატებას, ამას მალე ვნახავთ.
ბევრი გვაკრიტიკებს სატრანსფერო პოლიტიკისა და შედეგების გამო, თუმცა უკვე ვთქვით, რომ აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებაზე გვაქვს გაკეთებული. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ სპონსორი არ გვყავს და სხვა მიზნები ვერც გვექნებოდა.
- თქვა რომან ფიფიამ.
ბოლო ინფორმაციით, დინამო თბილისს ნიკა კვეკვესკირი დაუკავშირეს და დიდი ალბათობით, ფიფიაც სწორედ მასზე საუბრობდა.