რამდენიმე საათის წინ, ქართულ მედიაში საკმაოდ სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა, - 16 წლის ჯამალ კაიშვილი მიუნხენის ბაიერნის 17-წლამდე გუნდში აიყვანეს.
ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს აქამდე ტრავმა აწუხებდა, 3-თვიანი ლოდინის შემდეგ კი კაიშვილი მინდორს დაუბრუნდა და ბაიერნის ასაკობრივში ჩაირიცხა.
ჯამალ კაიშვილმა სკოლა უკვე დაამთავრა და შესაბამისი დიპლომიც აიღო, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორც ბაიერნის აკადემიის მენეჯერი ამბობს, აუცილებელია, რომ ახალგაზრდებმა შესაფერისი განათლება მიიღონ, რაც ჯამალ კაიშვილმა სრულფასოვნად შეასრულა.
იწერება, რომ ჯამალ კაიშვილს შესანიშნავი ტექნიკა და დიდი საფეხბურთო მომავალი აქვს. ასე რომ, არის რეალური შანსი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ბაიერნის ძირითად გუნდში ქართველი ფეხბურთელი დავინახოთ!