მადრიდის "რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუა. ბელგიის ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.
"მინდა, მივმართო ბელგიელ გულშემატკივრებსა და ჩვენი ეროვნული ნაკრების მხარდამჭერებს.
მე უზარმაზარ სიყვარულსა და სიამაყეს ვგრძნობ, როცა ჩემს ქვეყანას მოედანზე წარმოვადგენ, ისევე როგორც ყველა თქვენგანი, რომელიც წითელ ეშმაკებს მხარს უჭერს. მქონდა პრივილეგია და პატივი მეტარებინა ეროვნული გუნდის მაისური. ჩემს ოცნებებშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას 100-ზე მეტჯერ ვიზამდი.
სამწუხაროდ, მწვრთნელთან განვითარებული მოვლენების გამო, გადავწყვიტე, რომ ბელგიის ეროვნულ ნაკრებში მისი მწვრთნელობის პერიოდში არ დავბრუნდე. ამ შემთხვევაში, ვიზიარებ ჩემს პასუხისმგებლობას. ჩემი მისდამი უნდობლობა არ დაეხმარება არსებულ ატმოსფეროს.
ფედერაციამ, რომელთანაც საუბრები მქონდა, ჩემი პოზიცია მიიღო, რამაც მიმიყვანა ამ მტკივნეულ, მაგრამ გარდაუვალ გადაწყვეტილებამდე. ვწუხვარ, რომ ზოგიერთ გულშემატკივარს გულს დავწყვეტ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა ბელგიის სასარგებლოდ, რადგანაც ეს ყველაფერი კამათს დაასრულებს და გუნდს საშუალებას მისცემს, რომ დასახული მიზნებისთვის იბრძოლოს.
მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის და გაგებისთვის." - წერს გამოცდილი კარის დარაჯი.
ცნობისთვის, ბელგიელთა მთავარი მწვრთნელი დომენიკო ტედესკო კონფლიქტის გამო ტიბო კურტუას ეროვნულ ნაკრებში თამაშზე უარს ამბობს.