შოთა ნონიკაშვილმა "იბერია 1999" დატოვა და კარიერას ევროპულ ჩემპიონატში გააგრძელებს.
"იბერიასა და უკრაინულ ჩერკასს შორის შეთანხმება შედგა.
23 წლის ნახევარმცველი უკრაინაში ხვალ გაემგზავრება და ჩერკასთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
საბა მამაცაშვილის მსგავსად, სატრანსფერო თანხას მიიღებს იბერია ნონიკაშვილის ტრანსფერშიც, რომლის დაზუსტებასაც უახლოეს პერიოდში ვეცდებით."
- ვკითხულობთ ქართულ საფეხბურთო გვერდ Geo Team-ზე.