იტალიის ნაკრების და იუვენტუსის ფეხბურთელის ფედერიკო კიეზას მომავალი გაურკვეველია: 26 წლის გარემარბი ახალ გუნდს ეძებს.
ესპანური "Sport" წერს, რომ კიეზა ბარსელონას ინტერესის სფეროში მოხვდა. არის სხვა ვარიანტებიც, თუმცა კიეზას შეძენა ესპანელებს გაცილებით იაფი დაუჯდებათ.
ბარსელონას მოუწევს მხოლოდ 15 მილიონი ევროს გადახდა, ხოლო ფეხბურთელი სეზონში მინიმუმ 6 მილიონ ევროს ითხოვს. კიეზასთვის "ბარსას" ვარიანტი პრიორიტეტულია. ესპანურ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებაც, რომ ბარსელონა 10 მილიონს გადახდაზეა თანახმა, მაგრამ ტურინელები 5 მილიონით მეტს ითხოვენ.
მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ორი დღის წინ დაადასტურა, რომ სიტუაცია არ შეცვლილა - ფედერიკომ ახალი გუნდი უნდა მოძებნოს.
კიეზას სხვა კლუბებსაც უკავშირებენ, მაგალითად, ჩელსის, მილანს, რომას და მანჩესტერ იუნაიტედს.