"წიტაიშვილი ყველაზე გამორჩეული იყო" - AS ქართველის "გრანადაში" დებიუტს აფასებს » სპორტის ხაზი

"წიტაიშვილი ყველაზე გამორჩეული იყო" - AS ქართველის "გრანადაში" დებიუტს აფასებს

"წიტაიშვილი ყველაზე გამორჩეული იყო" - AS ქართველის "გრანადაში" დებიუტს აფასებს
20-08-2024, 20:06
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური გამოცემა "AS" ქართველი გარემარბის, გიორგი წიტაიშვილის, "გრანადაში" სადებიუტო შეხვედრას აფასებს. როგორც ცნობილი ვებგვერდის სტატიაშია აღნიშნული, „გრანადასთვის“ პირველი მატჩის ყველაზე გამორჩეული ამბავი წიტაიშვილის კარგი თამაში იყო.

"ქართველი გარემარბი გასულ ხუთშაბათს ყველაზე გამორჩეული იყო "ალბასეტეს" წინააღმდეგ. ის ერთ-ერთი სასიხარულო ამბავია, რაც პირველმა ტურმა "გრანადასთვის" მოიტანა. ამ შეხვედრაში "გრანადადან" 11 ნომერი (გიორგი წიტაიშვილი) ყველაზე გამორჩეული და თვალშისაცემი იყო. წიტაიშვილი არის გარემარბი, რომელსაც აქვს სიჩქარე, ძალიან კარგია ბურთის ფლობაში და კარში დარტყმაც კარგად შეუძლია. აბასკალი მას მარჯვენა ფლანგზე იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ცაციაა."
- წერენ ესპანელები წიტაიშვილზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი