ესპანეთის ლა ლიგა 2-ის სადებიუტო შეხვედრაში, გიორგი წიტაიშვილი გრანადა სახლში ალბასეტესთან 1:2 დამარცხდა.
მიუხედავად არასასურველი ანგარიშისა, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი შემტევისთვის დებიუტი წარმატებული გამოდგა და წიტაიშვილმა უკვე მოახერხა ადგილობრივი გულშემატკივრების გულის მოგება.
გიორგის პირველ მატჩს სოციალურ ქსელში ნაპოლის შემტევი, ხვიჩა კვარაცხელიაც ეხმაურება: "ვამოს ამიგო!", - წერს ხვიჩა წიტაიშვილის პოსტზე.