"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა ჯოვანი მანამ Sky Sport Italia-სთან ინტერვიუში ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა.
"პარტენოპეი" ოსიმენის სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი თანხის, 130 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს, რასაც ნიგერიელის მსურველი კლუბები არ თანხმდებიან.
"კონტემ "ვერონასთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე განმარტა, რომ ოსიმენი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია, ამიტომ მის დაბალ ფასად გაყიდვას არ ვფიქრობთ. ნიგერიელის აგენტსა და მის გარემოცვას ჰგონიათ, რომ ვიქტორის გაყიდვას ნაკლებ ფასად დავთანხმდებით, ამიტომ კარგი იქნება, თუ ისინი მალე გაიაზრებენ. ოსიმენს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავყიდით, თუ მისი მსურველი კლუბები ჩვენ მიერ მოთხოვნილ თანხას გადაიხდიან."
- თქვა მანამ.