ცნობილი იტალიური გამოცემის Corriere dello Sport-ი საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის 23 წლის გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, მას შემდეგ რაც პსჟ-მ კვარას სანაცვლოდ 110 მილიომი ევროს შეთავაზება გააკეთა, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი პოზიციას არ იცვლის - ხვიჩა არ იყიდება.
გამოცემის ცნობით, პარიზული გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას 4-5 წლიან კონტრაქტს სთავაზობს წელიწადში 11 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
ამავდროულად, ანტონიო კონტე ხელმძღვანელობისგან ქართველთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე სწრაფად შეთანხმებას ითხოვს.
მოთამაშის წარმომადგენლები პარტენოპეის ხელფასის სახით 6-დან 7 მილიონ ევრომდე სთხოვს, ამას დამატებული ბონუსები და ოსიმენის მსგავსი გამოსასყიდი პუნქტი.
შეთავაზება 4-5 მილიონი ევროა, ბონუსებით და კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის გარეშე.