საბოლოო განაცხადი არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრესსამსახურმა ორშაბათს გამოაქვეყნა. სიაში 28 ფეხბურთელი მოხვდა.
ფორვარდი ლიონელ მესი ვერ მოხვდა არგენტინის ნაკრების განაცხადში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის.
6 და 10 სექტემბერს არგენტინა ჩილესა და კოლუმბიის ნაკრებებს შეხვდება.
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ექვსი ტურის შემდეგ, არგენტინის ნაკრები 15 ქულით პირველ ადგილზეა.
კოპა ამერიკაზე მიღებული ტერფის ტრავმის გამო ლიონელ მესიმ ინტერ მაიამის 11 შეხვედრა გამოტოვა.
AS-ს ინფორმაციით, ლიონელის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ გამოცემა ვარაუდობს, რომ ლეო ინდივიდუალურ ვარჯიშს მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყებს.