საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "უოტფორდის" შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიპის მე-2 ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
ქართველმა ფეხბურთელმა "სტოკ სიტისთან" მატჩში სოლიდურად გამოიყურებოდა, მოედანზე 84 წუთი გაატარა და საგოლე პასიც ჩაიწერა.
ქართველ შემტევს ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ორ შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასიც მიითვალა.