საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში გიორგი მიქაუტაძის ლიონი სტუმრად რენს დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.
მატჩის 71-ე წუთზე, ქართველ შემტევს ანგარიშის შემცირება შეეძლო, თუმცა მიქაუტაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.
აღნიშნულ მომენტზე კომენტარი ლიონის ალჟირელმა ვინგერმა, საიდ ბენრაჰმამაც გააკეთა.
"ეს ფეხბურთია და პენალტი შეიძლება ნებისმიერმა მოთამაშემ გააფუჭოს. გიორგი პროფესიონალია, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ცხვირს არ ჩამოუშვებს და გოლების გატანას ძველებურად გააგრძელებს.
დასანანია, რომ რენთან ვერ გაიტანა, მაგრამ დროთა განმავლობაში გოლები აუცილებლად მოვა - ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ პირველი მატჩი იყო", - განაცხადა ბენრაჰმამ.