საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში, გიორგი მიქაუტაძის ლიონი სტუმრად რენს დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.
აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ფორვარდმა პენალტი გააცუდა და მთლიანობაშიც, არც თუ ისე კარგი შეხვედრა ჰქონდა, რასაც ადგილობრივი გამოცემა Le Figaro-ც ეხმაურება:
"მშობლიურ კლუბში დაბრუნების შემდეგ, მიქაუტაძემ პირველივე შეხვედრა ჩააგდო. თუ ის მიჩვეულია ისეთ გუნდში თამაშს, რომელიც ბურთს ხსირად არ ფლობს ხოლმე, მაშინ მას ლიონში ადაპტაციის გავლა მოუწევს.
იყო შემთხვევები, როცა მას გაცილებით მარტივად თამაში მართებდა, რათა შეტევის ტემპი არ დაეგდო - მიქაუტაძეს 11-მეტრიანიდანაც შეეძლო გოლის გტანა, თუმცა ქართველის დარტყმა ისეთივე იყო, როგორც მისი მთლიანი მატჩი", - წერს Le Figaro.