პარიზის ოლიმპიადის გამარჯვებულს, გენო პეტრიაშვილს ვეტერანმა ფეხბურთელმა და ამჟამად ვილი სანიოლის ასისტენმა, ზურაბ ხიზანიშვილმა ჯერარდის მაისური უსახსოვრა.
როგორც გაირკვა, ზურა ოლიმპიადის ფინალამდე გენოს შეჰპირებია, თუ ოქროს მედალს მოიგებდა, სამახსოვროდ ჯერარდის მაისურს აჩუქებდა.
შეგახსენებთ, რომ გენო პეტრიაშვილის საყვარელი კლუბი სწორედ ლივერპულია და სავარაუდოდ საყვარელი მოთამაშეც ჯერარდი უნდა იყოს.
იხილეთ ფოტო: