ესპანურმა Cadena Ser-მა დაწერა, რომ გიორგი ქოჩორაშვილის პრემიერ ლიგაში სათამაშოდ იწვევდნენ, თუმცა ტრანსფერი მოულოდნელად ჩაიშალა.
ლევანტეს ქართველ ნახევარმცველ გიორგი ქოჩორაშვილს ინგლისის ჩემპიონატიდან მართლაც მიუვიდა წინადადება, თუმცა ფეხბურთელს პრემიერ ლიგამ მუშაობის ნებართვა არასაკმარისი ქულათა რაოდენობის გამო არ მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ ქოჩორაშვილმა ევროპის ჩემპიონატი საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა, ამ მიზეზის გამო ტრანსფერი მაინც ჩაიშალა.
- წერს გამოცემა.
გიორგი ახლა ლევანტესთან ერთად აქტიურად ემზადება ახალი სეზონის დასაწყებად. ქოჩორაშვილის გუნდი პირველ შეხვედრას 18 აგვისტოს გამართავს, მეტოქე კი ხიხონი იქნება.