მეცი ლიონს სასამართლოში უჩივის - მიზეზი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერია » სპორტის ხაზი

მეცი ლიონს სასამართლოში უჩივის - მიზეზი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერია

მეცი ლიონს სასამართლოში უჩივის - მიზეზი გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერია
15-08-2024, 16:53
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კლუბი მეცი ლიონს ფრანგული ლიგა 1-ის ხელმძღვანელობასთან უჩივის და თუ დავა მათ სასარგებლოდ არ გადაწყდება, საქმე სასამართლომდეც მივა.

აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა L'Équipe ავრცელებს.

საქმე იმაშია, რომ ლიონმა ქართველის ტრანსფერზე შეთანხმებული პირობები დაარღვია - მათ მეცისთვის მიქაუტაძის დამატებისთანავე 8 მილიონი ევრო უნდა გადაეხადათ, თუმცა მხოლოდ 3 მილიონი ევრო გადარიცხეს, ისიც 10 დღის დაგვიანებით.

თავის მხრივ, სიტუაციის გამოსასწორებლად ლიონმა გარკვეული დრო ითხოვა, თუმცა მეცი დავას მაინც აგრძელებს.

ცნობისთვის, ზემოთხსენებული ტრანსფერი ლიონს ჯამში 18.5 მილიონი ევრო დაუჯდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი