სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ტალახაძემ პარიზის ოლიმპიადის მოგების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და მეოთხე ოლიმპიადაზე გამოსვლაც არ გამორიცხა.
კითხვაზე, თუ რომელი იყო ყველაზე გემრიელი გამარჯვება, ლაშამ ასე უპასუხა:
"ყველაზე გემრიელი ეს ოქრო იყო ალბათ, რადგან მაინც ბოლოა და ტკბილი ლუკმაა - იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი რა იქნევა მომავალში, ახლა ჩემი ფიქრები ცოტა ხნით მხოლოდ დასვენებაზე იქნება მიმართული.
როცა დავისვენებ და დავლაგდები, შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას."