ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 18 აგვისტოს, ვერონას წინააღმდეგ გამართავს.
ქართველი ფეხბურთელი წინასასეზონო შეკრებას გუნდთან ერთად გადის და აქტიურად ემზადება.
ადგილობრივი გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ანტონიო კონტემ უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებიც ახალ სეზონში ჯარიმებს და პენალტებს შეასრულებენ.
წყაროს მტკიცებით, პარტენოპეის მთავარი პენალტისტი მატეო პოლიტანო იქნება, სათადარიგო დამრტყმელები კი ხვიჩა კვარაცხელია და რასპადორი.
ჯარიმების ძირითადი დამრტყმელიც პოლიტანო იქნება, ხოლო თუ ის მოედანზე არ იქნება, მას კვარა ან მარიო რუი შეასრულებენ.