დღეს, 14 აგვისტოს, უეფას სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთს "რეალი" და "ატალანტა" დაუპირისპირდებიან.
გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო, იქნებოდა თუ არა მბაპე სადებიუტო მატჩშივე, ძირითად შემადგენლობაში, რომელი პროგნოზიც გამართლდა.
მადრიდელთა სასტარტო თერთმეტეული, შემდეგნაირად გამოიყურება:
კურტუა, კარვახალი, მილიტაო, რუდიგერი, მენდი, ვალვერდე, ჩუამენი, ბელინგემი, როდრიგო, მბაპე, ვინისიუსი.