პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე გამომცხადებლად ერთ-ერთი ქართველი დიქტორი, გიორგი ჭანიშვილი მუშაობდა, რომელსაც მოუწია, რომ ილია სულამანიძის საფინალო შეხვედრის საბოლოო შედეგი გამოეცხადებინა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით ქართულ მედიაში სწორედ ჭანიშვილის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც თქვა, რომ ილიას დამარცხებულად გამოცხადება მისთვის ძალიან რთულად გადასატანი იყო.
ჩემთვის ძალიან ძნელი იყო გამარჯვებულად ილია სულამანიძის ნაცვლად, კოტსოიევი რომ გამოვაცხადე. ეს ემოციურად რთულად გადასატანი იყო, მაგრამ იქაც მოვახერხე და სიმშვიდე შევინარჩუნე, ჩემი დარდი რომ არ გამოჩენილიყო, თუმცა ჩემს შიგნით რა ხდებოდა, ვერ აღგიწერთ, ძლივს გადავიტანე, ყელში მებჯინებოდა ბრაზი. რა ვქნა, პროფესია და პროფესიონალიზმი თავისას მოითხოვს..
- თქვა გიორგი ჭანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძე ოლიმპიადაზე ოქროს აღებასთან ნახევარ ნაბიჯში იყო, თუმცა რამდენიმე წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და გამარჯვებულად აზერბაიჯანელი ძიუდოისტი გამოცხადდა.