საქართველოს 19-წლამდე ნაკრების კაპიტანმა და 21-წლამდე ნაკრების მოთამაშემ დაჩი ლორთქიფანიძემ, "კრემონეზესთან" ხელშეკრულება 3-წლით გაახანგრძლივა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კრემონელებმა "მიუნხენგლადბახის" ინტერესი ლორთქიფანიძისადმი უარით გაისტუმრეს.
ახალგაზრდა ნახევარმცველი პირველ გუნდის ფეხბურთელია, პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა თამაშობს კრემონეზეს 20-წლამდე გუნდისთვის. (Georgian Footy, Dima Shariqadze)