ალვარო მორატა ცოლს დაშორდა. ესპანელმა ფეხბურთელმა ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამრიგად, მორატასა და კამპელოს 8-წლიანი თანაცხოვრების პერიოდი დასრულებულია.
"დაფიქრებისა და საუბრის შემდეგ, მე და ალისმა გადავწყვიტეთ, რომ გავშორებულიყავით. ჩვენ გვქონდა ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა, სადაც ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა და მხარში ვედექით.
გვქონდა შესანიშნავი წლები, რომლის ნაყოფიც ჩვენი 4 შვილია. ეს არის მტკივნეული გადაწყვეტილება და ხალხისგან პატივისცემას მოვითხოვთ.
წამიერი პოპულარობისთვის ნუ ააწყობთ ისტორიებს, რადგან ვიმეორებ - პატივისცემა ჩვენს ურთიერთობას არასოდეს აკლდა, უბრალოდ იყო ბევრი მუდმივი გაუგებრობა, რომელიც ნელ-ნელა აფუჭებს ყველაფერს.
ალისას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემს გულში და ყველაფერი, რაც ჩვენ ერთად გავიარეთ, წარმოუდგენელი და შესანიშნავი ცხოვრებისეული გაკვეთილი იყო"
- ვკითხულობთ ალვაროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.