შვილივით ზრუნავს - როგორ დაეხმარა უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეს » სპორტის ხაზი

შვილივით ზრუნავს - როგორ დაეხმარა უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეს

შვილივით ზრუნავს - როგორ დაეხმარა უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეს
11-08-2024, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდს შიდა ჩემპიონატის გახსნა მშვენიერი გამოუვიდა, თავად ქართველ ფეხბურთელს კი ახალი სეზონის პირველი მატჩი კიდევ უფრო კარგი ჰქონდა.

უოტფორდმა 2024/2025 წლების ჩემპიონშიპის ახალი სეზონი მილუოლისთან გასვლითი შეხვედრით და 3 ქულის აღებით დაიწყო, ხოლო თავად გიორგი ჩაკვეტაძე გატანილი გოლით და გამორჩეული სათამაშო პერფორმანსით თავის გუნდში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

როგორც უკვე ნახავდით, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 25-30 მეტრიდან ულამაზესი ჯარიმის გატანა შეძლო, ამასთან დაკავშირებით კი კომენტარი უოტფორდის დამრიგებელმა, ტომ კლევერლიმ გააკეთა.

კლევერლის თქმით, ის ელოდა, რომ ჩაკვე კარში დაარტყამდა, საამისო მიზეზი კი ტომმა თავისივე კომენტარში გაგვიმხილა.

ველოდი თუ არა, რომ გიორგი პირდაპირ კარში გაუშვებდა? დიახ, ამას ველოდი. სიმართლე გითხრათ, არ მინდა, რომ თავის ქებაში ჩამეთვალოს, თუმცა ამ დისტანციიდან კარში დარტყმაზე მე და ჩაკვე მუდმივად ვვარჯიშობთ, შორეულ გასროლაზე გაკეთებულმა აქცენტმა კი შედეგი ასე გამოიღო.

- თქვა ტომ კლევერლიმ.

ცნობისთვის, ჩაკვეტაძის უოტფორდი თავის მომდევნო შეხვედრას 13 აგვისტოს ინგლისის თასის 1/64-ფინალში გამართავს, მეტოქე კი ქვედალიგელი დონსი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი