"მშიშარა და უხეში სპორტსმენი ხარ" - ირანელი გულშემატკივრები გენო პეტრიაშვილის ჟესტზე » სპორტის ხაზი

"მშიშარა და უხეში სპორტსმენი ხარ" - ირანელი გულშემატკივრები გენო პეტრიაშვილის ჟესტზე

"მშიშარა და უხეში სპორტსმენი ხარ" - ირანელი გულშემატკივრები გენო პეტრიაშვილის ჟესტზე
11-08-2024, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, გუშინ გენო პეტრიაშვილმა პარიზის ოლიმპიადის ფინალში ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ოქროც მოიგო.

ბრძოლის დასრულების შემდეგ, გენომ მეტოქეს გვირგვინი უჩვენა, რაც პასუხი იყო 2023 წლის ქმედებაზე - მაშინ ზარემ გენო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დაამარცხა და ქართველს ანალოგიური ჟესტი უჩვენა.

გენოს ამ ქმედებამ ირანელი გულშემატკივრების გაბრაზება გამოიწვია, რაც სოციალურ ქსელებში გამოხატეს.

"მედალი მოიგე, მაგრამ მორალი დაკარგე - შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე ზარე გაგანადგურებს"

"ყველაზე ამაზზრზენი მედლის მოგება იყო რაც აქამდე მინახავს"

"ამ ჟესტით, ადამიანობა დაკარგე"

"ჩვენი მეფით, ამირ ზარეთი ამაყები ვართ!"

"გენო, მშიშარა და უხეში სპორტსმენი ხარ!"

"ლეგენდა? სასაცილოა.."

"ამ საქციელის შემდეგ, შენ ხარ ერთადერთი, ვინც ამ ბრძოლაში დამარცხდა"

"125 კილოგრამში ნამდვილი მეფე ამირ ზარეა"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი