გუშინ, საქართველოს სახელით მოასპარეზე ორმა სპორტსმენმა (ლაშა ტალახაძემ და გენო პეტრიაშვილმა) პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლები მოიპოვეს.
აღნიშნულ ფაქტს სოციალურ ქსელში ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაურიც გამოეხმაურა.
"გენოოო! შენ გენაცვალე მე! ლაშა, ძმაო მიყვარხარ! ეს საქართველო ხალხო, გილოცავთ!", - წერს ბექაური ინსტაგრამ სთორიში.