სულ რამდენიმე საათში ქართველი მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი შეეცდება, რომ თავის კარიერაში პირველი ოლიმპიური ოქრო მოიგოს.
იქამდე კი სოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ისტორია, რომელიც გვიჩვენებს თუ რა რთული გზა აქვს გენო პეტრიაშვილს ჩემპიონობამდე განვლილი.
მარცხნივ ფოტოზე 11 წლის გენო პეტრიაშვილია. ის ზუსტად 2005 წლის აგვისტოში ცხინვალში გაიტაცეს და 3 თვე დატყვევებული ჰყავდათ. გათავისუფლების შემდეგ კი 11 წლის ბავშვი ისე გამოიყურება როგორც ზრდასრული ვაჟკაცი. აუღელვებლად და მშვიდად მოაბიჯებდა.
მეორე ფოტო ახალია! ხვალ გენო ოქროსთვის იბრძოლებს!! გაიმარჯვე საქართველო!
- წერენ პეტრიაშვილზე.