საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ გზა ნაკრებში ილია სულამანიძეს დაუთმო.
რა შეიძლება ილიას გამოსვლაზე ითქვას? ის ყველა მეტოქეს ერთიორად აღემატებოდა და სიმართლე გითხრათ, კარიერა სწორედ იმიტომ დავასრულე, რომ ნაკრებში მისთვის ადგილი დამეთმო.
- თქვა ვარლამ ლიპარტელიანმა.
ილია სულამანიძე ოლიმპიადაზე ოქროს აღებასთან ერთ ნაბიჯში იყო, თუმცა ბოლო წამებზე მსაჯებისგან საბედისწერო შიდო მიიღო და ოქროს მედალი აზერბაიჯანელ კოტსოიევს დარჩა.