საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, სოლომონ კვირკველია 1 ივლისის შემდეგ უკლუბოდაა.
ბოლოს, ქართველი მცველი არაბული კლუბის ალ ოხდუდის ღირსებას იცავდა, ახლა კი მის მომავალ კლუბზე მედიაში არაფერი იწერება.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ფოტოები სადაც ასახულია თუ როგორ ვარჯიშობს 32 წლის მცველი ეროვნული ლიგა 2-ის ბინადარ ბოლნისის სიონში, თუმცა ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა.
სავარაუდოდ, საბა ახალ შემოთავაზებებს განიხილავს, მანამდე კი სამშობლოში ემზადება, რადგან ფიზიკური ფორმა შეინარჩუნოს.