ბრძოლა 5 მილიონი რუბლისთვის - რუსულ ტურნირზე ორი ქართველი იასპარეზებს » სპორტის ხაზი

ბრძოლა 5 მილიონი რუბლისთვის - რუსულ ტურნირზე ორი ქართველი იასპარეზებს

ბრძოლა 5 მილიონი რუბლისთვის - რუსულ ტურნირზე ორი ქართველი იასპარეზებს
3-07-2023, 18:20
Aa Aa
გაზიარება:

რუსეთში ახალი ოთხთა ტურნირი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას ზენიტი, ფენერბაჰჩე, ნეფთჩი და ცრვენა ზვეზდა იღებენ.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ გუნდში ქართველები თამაშობენ. აზერბაიჯანულ კლუბში სოლომონ კვირვკელია ირიცხება, რომელმაც ზენიტის წინააღმდეგ პირველი შეხვედრა უკვე გამართა და 3:1 წააგო, ცრვენა ზვეზდას კი ირაკლი აზაროვი სულ მალე უნდა შეუერთდეს.

როგორც უცხოურ მედიაში იწერება, ამ ტურნირის საპრიზო ფონდი 5 მილიონი რუბლი იქნება, რისთვისაც ეს 4 გუნდი იბრძოლებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ რუსულ ტურნირში მონაწილეობისთვის სოლომონ კვირკველია ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა უკვე გააკრიტიკა. ისინი იმედოვნებენ, რომ ირაკლი აზაროვი იგივეს არ გააკეთებს და აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობაზე უარს იტყვის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი