იტალიურმა გამოცემამ Gazzetta-მ 2022 წლის იანვარში, საქართველოს ნაკრების ყოფილ მცველთან, კახა კალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა და მთავარი თემა რა თქმა უნდა მილანი იყო.
ერთ-ერთ ეპიზოდში, ჟურნალისტმა კახას მალდინიზეც ჰკითხა: "მალდინისთან ერთად დიდი ხანი მოედანზე იყავით: მოგწონთ ის, როგორც მენეჯერი?"
რაზეც კალაძემ უპასუხა: "მისი პოსტერი ჩემს საძინებელ ოთახში მქონდა და წარმოიდგინეთ, როცა მის გვერდით აღმოვჩნდი რას ვგრძნობდი..
სამუშაო, რომელიც მან მილანში, როგორც აღმასრულებელმა დირექტორმა გასწია, შესანიშნავია - იმედი მაქვს, კვლავ ვიხილავ ისეთ მილანს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მაღალ დონეზე ითამაშებს, მაგრამ ამ ყველაფერს მოთმინება სჭირდება."