რუსმა მოჭადრაკემ, ამინა აბაკაროვამ უღირსი საქციელი ჩაიდინა და მეტოქის მოწამვლა სცადა.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს რუსი მოჭადრაკე მეტოქის საჭადრაკო დაფაზე რაღაცის დასხმას, შემდეგ კი ამ ხსნარის მთლიან ზედაპირზე გადანაწილებას.
როგორც იწერება, აღნიშნული კადრები საკმარისი სამხილია იმისათვის, რათა ამინა აბაკაროვა დააპატიმრონ. ირკვევა ისიც, რომ აბაკაროვამ მეტოქის საჭადრაკო დაფაზე თერმომეტრში არსებული ვერცხლისწყალი მოასხა.
აბაკაროვამ დანაშაული აღიარა და მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იხილეთ ვიდეო