Estadio Deportivo-ს ინფორმაციის მიხედვით, სატრანსფერო მარკეტზე დაყენებულ გიორგი მამარდაშვილს საუდის არაბეთში მოასპარეზე კლუბისგან მორიგი გამაბრუებელი წინადადება მიუვიდა, თუმცა ქართველმა ისინი უარით უმოკლეს დროში გაისტუმრა.
აღსანიშნავია, რომ არაბებისგან გიორგის გადაბირების ეს უკვე მეორე შემთხვევაა, თუმცა ქართველის პასუხი მარტივი და მტკიცეა, - ის ფულზე არ იყიდება და კარიერის გაცილებით მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში გაგრძელება სურს.
ვალენსია გიორგი მამარდაშვილს მინიმუმ 40 მილიონს აფასებს. ბოლო ცნობებით, ქართველი ლივერპულს დაუკავშირეს, თუმცა თავად გიორგისგან ჯერჯერობით არც არაფერი ისმის.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა და მასზე დიდი ორთაბრძოლაა გაჩაღებული.