როგორც ბოლო დღეებია იწერება, გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერით ლივერპულია დაინტერესებული, რომლის მიზანიც ისაა, რომ ქართველი ერთი სეზონის განმავლობაში ბორნმუთში გაანათხოვროს, შემდეგ კი ალისონის გზის გამგრძელებლად დანიშნოს.
მიუხედავად ამისა, ესპანურმა AS-მა დაწერა, რომ ვალენსიას სარფიანი წინადადება საერთოდ არ მიუღია, რის გამოც, შეგვიძლია, რომ ტრანსფერი ლივერპულში მცდარ ინფორმაციად მივიჩნიოთ.
ესპანური გამოცემა გვამცნობს, რომ ვალენსიას პრეზიდენტ პეტერ ლიმს ქართველში 40 მილიონის მიღება სურს, ამდენი კი მამარდას სანაცვლოდ ვალენსიასთვის არც არავის შეუთავაზებია.
თავის მხრივ, მამარდაშვილი მიზანს არ იცვლის. ქართველი აპირებს, რომ ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც სათამაშო პრაქტიკა გარანტირებული ექნება, ახალი კლუბი კი ევროტურნირებზე იქნება ჩაბმული.