"იგი შთამბეჭდავია, სამსახურში მოსვლა ბედნიერებაა" - უოტფორდის თავკაცი ჩაკვეტაძეზე » სპორტის ხაზი

"იგი შთამბეჭდავია, სამსახურში მოსვლა ბედნიერებაა" - უოტფორდის თავკაცი ჩაკვეტაძეზე

"იგი შთამბეჭდავია, სამსახურში მოსვლა ბედნიერებაა" - უოტფორდის თავკაცი ჩაკვეტაძეზე
5-08-2024, 23:03
Aa Aa
გაზიარება:

"უოტფორდი" – "ბრენტფორდის" ამხანაგური მატჩი 1:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, შეტევაში აქტიურად მონაწილეობდა.

ჩაკვეტაძის კარგი ასპარეზობა და ფორმაში შესვლა ცხადია არ რჩება კომენტარების გარეშე, ამჯერად ქართველის თამაშს "უოტფორდის" თავკაცი, კარგად ცნობილი ფეხბურთელი და შედარებით ახალბედა მწვრთნელი, ტომ კლევერლი აფასებს:

"ჩემთვის სამსახურში მოსვლა, როცა ასეთ მოთამაშესთან მიწევს მუშაობა, შთამბეჭდავი და ემოციურია. ნამდვილი ნიჭი და პოტენციალია. ასეთი ტექნიკა მე არასდროს მქონია. მომწონს თუ როგორ გადაადგილდება ის შეხვედრისას, როგორ ეპყრობა ბურთს და ეურთიერთება თანაგუნდელებს. ჩაკვე კარგ ფორმაშია და უკვე ჩემი საქმეა რომ მან ფორმა შეინარჩუნოს”.


კლევერლიმ ჩაკვეს შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულიდან დააწყებინა და მოედნიდან 75-ე წუთზე გაიყვანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი