გურამ თუშიშვილისა და ტედი რინერის გახმაურებული დაპირისპირების შემდეგ, ფრანგმა ძიუდოისტმა ქართველის შესახებ ისაუბრა და ძველი დაპირისპირება გაიხსენა.
მან ძველი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისას ორი ისეთი რამ გააკეთა, რაც ძიუდოსთვის ძალიან სამწუხაროა. გურამ თუშიშვილი მატეს დროს მომეპარა და ზურგიდან შემომიტია.
- განაცხადა რინერმა.
ტედი რინერის ამ ხმაურიან კომენტარს ძიუდოს ქართველი ექსპერტი, თამაზ გოგიბედაშვილი ეხმაურება, რომელიც რინერს პირდაპირ მატყუარას უწოდებს.
აფერისტი რა ინტერვიუებს იძლევა მატეს მერე მომეპარაო გორში კინაღამ ფეხი მატკინაო. იქ ვიყავი და აგერ ფაქტი შენელებული თან, მატე არა ტოროლა.
- წერს გოგიბედაშვილი და თავის ფეისბუქ გვერდზე დამადასტურებელ ვიდეოს აქვეყნებს.