ტატო გრიგალაშვილმა ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ადგილობრივ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
ქართველმა ძიუდოისტმა ერთ-ერთ მონაკვეთში ძიუდოს სირთულეზე ისაუბრა.
ძიუდო რთული სპორტია, ბევრი დრო სჭირდება, 7 თვის შვილი მყავს და ბოლო ერთი თვე არ მინახია. იმედი მაქვს, რომ ეს ბავშვები, რომლებიც აქ დაგვხვდნენ, მომავალში მოჭიდავეები გახდებიან და წლების შემდეგ მე გადავიღებ მათთან ფოტოებს. ვაფასებ, ამ ყველაფერს.
- თქვა ტატო გრიგალაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 81კგ წონით კატეგორიაში ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ფინალური შეხვედრა იაპონელი ნაგასეს წინააღმდეგ დათმო.