ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ სხვადასხვა წონით კატეგორიებში მსოფლიო რეიტინგი განაახლა, ახალი მაჩვენებლებით კი პირველ პოზიციას ორი ქართველი ძიუდოისტი იკავებს.
81კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ტატო გრიგალაშვილმა, რომელიც აქამდე ბელგიელ მატიას კასეს ეკუთვნოდა.
რაც შეეხება 90კგ წონით კატეგორიას, აქ პირველი პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა ლაშა ბექაურმა, რომელიც უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახლავთ.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოს ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა 3 ოლიმპიური მედალი მოიპოვა, - 1 ოქრო და 2 ვერცხლი.