ფარიკაობის მსაჯი გამოტყდა: "ამაში ფული შემომთავაზეს, მე კი.." » სპორტის ხაზი

ფარიკაობის მსაჯი გამოტყდა: "ამაში ფული შემომთავაზეს, მე კი.."

ფარიკაობის მსაჯი გამოტყდა: "ამაში ფული შემომთავაზეს, მე კი.."
5-08-2024, 12:47
Aa Aa
გაზიარება:

როგორც სანდრო ბაზაძის სკანდალური წაგების შემდეგ გაირკვა, ფარიკაობა არც ისე სუფთა სპორტი აღმოჩნდა, რასაც გერმანელი ჟურნალისტის, ჰაიო ზეპელტის საგამოძიებო მასალა ადასტურებს.

ზეპელტი სწორედ ისეთი სკანდალური თემების გამოძიებით და საქმის გახსნითაა ცნობილი, როგორებიცაა დოპინგი სპორტში და მანიპულაციები, ამჯერად კი ჟურნალისტმა ფარიკაობის სამსაჯო საკითხზე და მსაჯთა მოსყიდვაზე ისაუბრა.

ზეპელტის ერთ-ერთი ბოლო რესპონდენტი ყოფილი მაღალი დონის მსაჯი, მარკუს შულცი გახლდათ, რომელმაც მოსყიდვის შემთხვევა გაიხსენა. შულცი ამბობს, რომ ერთ-ერთი მოფარიკავისთვის შეხვედრის მისაცემად 5000 ევრო შესთავაზეს, თანაც დიდი სამანიპულაციო გეგმით, თუმცა მაშინ შულცმა ფულზე უარი თქვა.

აი, რას ამბობს შულცი ოლიმპიადის მსაჯობაზე:

ოლიმპიადაზე მთელი სისტემა იმაზეა მორგებული, რომ ითაღლითონ და იყალბონ. ფარიკაობა ოლიმპიადის ერთადერთი სახეობაა, რომელზეც სპორტის ეს მიმდინარეობა ოლიმპიადის მსვლელობისას მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ ექცევა, ეს კი არის დრო, როდესაც მანიპულატორები მაქსიმალურად აქტიურდებიან და მსაჯების მოსყიდვას ცდილობენ.

ფარიკაობაში 10 ელიტური მსაჯი თუ გვყავს, აქედან 5-ზე ზემოქმედება უმარტივესად მოხდება, ასე კი მთელი ტურნირი გაყალბდება.

- ამბობს ყოფილი არბიტრი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი