ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის პირველ ტურში სარაევომ სლობოდა 3:1 დაამარცხა, ერთი გოლი კი გიორგი გულიაშვილის ანგარიშზეა.
ქართველმა ფეხბურთელმა პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის მიერ დამატებულ დროში თერთმეტმეტრიანი დარტყმით შეძლო გუნდისთვის წონასწორობის აღმდგენი გოლი გაეტანა.
იხილეთ ვიდეო:
ცნობისთვის, გულიაშვილი გასულ სეზონში იჯარით ველეზ მოსტარში ასპარეზობდა და სარაევომ მიმდინარე სეზონში დაიბრუნა.