24 წლის განმავლობაში პირველად, ლაშა გურულმა საქართველოს კრივის ოლიმპიური მედალი მოუტანა.
ქართველი ნახევარფინალურ ეტაპზე კუბელ მოწინაღმდეგე ერისლანდ ალვარესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
გამარჯვების შემდეგ, კუბელი მებრძოლი გურულთან მივიდა და ხელები მაღლა ააწევინა, რითაც ქართველის მიმართ პატივისცემა გამოხატა - ცნობისთვის, მსგავსი რამ ერისლანდს ამ ტურნირზე არცერთ მოწინაღმდეგესთან არ გაუკეთებია.
იხილეთ ვიდეო: