გორ მინასიანი სომეხი ძალოსანია, რომელსაც ახალგაზრდული ჩემპიონატებიდან მოყოლებული დღემდე ოქროს მედალი საოცნებოდ აქვს, რადგან 8 წელზე მეტია ლაშა ტალახაძის გამო ტურნირებს ვერცხლის მედლით ასრულებს.
რამდენიმე წლის წინ, ტალახაძემ განაცხადა, რომ მინასიანის გარდა, მას და მის გუნდ ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს.
"სიმართლე გითხრათ, გორ მინასიანი ცოტა უცნაური სპორტსმენია. ქართველ ძალოსნებს ყველასთან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ამ ადამიანს წლებია ვერ გავუგე, რა უნდა… გამარჯობაც კი არ აქვს ნათქვამი ამ ხნის განმავლობაში", - განაცხადა ლაშამ.