31 ივლისს, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი ამხანაგურ შეხვედრაში ფრანგულ ბრესტს დაუპირისპირდა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, რასპადორის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, იტალიური გუნდის ქართველმა მოთამაშემ თანაგუნდელს ცენტრიდან ულამაზესი გადაცემა გაუკეთა, რომელიც შემტევმა სამწუხაროდ გოლად ვერ აქცია, თუმცა ხვიჩას პასი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა.
იხილეთ ვიდეო: