საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურის შეხვედრაში გიორგი მიქაუტაძის მეცი გასვლაზე კლერმონის დაუპირისპირდა და მეტოქე ქართველი ფორვარდის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა.
მიქაუტაძემ გოლი 69-ე წუთზე მეტოქე მცველის შეცდომის შემდეგ გაიტანა, ისე კი მოედანზე 86 წუთი გაატარა.
whoscored.com-ის ვერსიით, მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ გიორგი გახდა, რომელმაც, შეფასების სახით 7.6 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა.