ორგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე რუსთავი 2-ის სტუმარი იყო, სადაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის, ყველაზე ძლიერმა ძალოსანმა ოლიმპიადაზე მთავარი კონკურენტები დაასახელა.
"ხუთეულს ვიტყვი, ვისაც რეალურად გვაქვს შანსი, რომ პირველი სამი ადგილი დავიკავოთ - მე, გორ მინასიანი, ვარაზდატ ლალაიანი, ასევე ერთი სირიელი და ერთი ირანლი სპორტსმენიც.
აი ამათთან მექნება მთავარი ბრძოლა და ყველაფერს გავაკეთებ 10 აგვისტომდე, რომ ლაშა ტალახაძე მორიგი ოლიმპიური ოქროს მედლით დაბრუნდეს საქართველოში", - განაცხადა ტალახაძემ.