ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ ფრანგულ ბრესტთან ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელიც ნეაპოლურმა გუნდმა 1:0 მოიგო.
მატჩის ერთადერთი გოლი ჯაკო რასპადორიმ გაიტანა, კვარას კი გოლამდე ძალიან ცოტა დააკლდა, - ქართველმა ბურთი ძელს მოარტყა.
აღსანიშნავია, რომ ანტონიო კონტემ მატჩის 70-ე წუთზე მინდვრიდან 9 ფეხბურთელი გაიყვანა, მაგრამ არა კვარაცხელია, ტაქტიკა კი ახალ სტილზე გადააწყო.
ცვლილებასთან ერთად ნაპოლი 3-4-2-1 ტაქტიკიდან 3-5-2 სქემაზე გადაეწყო. როგორც ჩანს, კვარას ახალი ფორმაციის ნაპოლიში ზუსტად ისეთივე როლი ექნება, როგორიც საქართველოს ნაკრებში აქვს.
ხვიჩა ნაპოლიში ფორვარდთან ერთად იმოქმედებს და შეტევის შესაძლებლობა ექნება როგორც ცენტრიდან, ისე მარცხენა ფლანგიდან.