ლაშა ბექაურმა ოლიმპიადის მოგების შემდეგ ემოციური კომენტარი გააკეთა.
შოკში ვარ, ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებ, რომ ეს ყველაფერი მეორედ შევძელი. მადლობა ყველას, მადლობა სრულიად საქართველოს.
მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი.
ეს ისტორიული მედალი მარტო ჩემი არ არის, ეს ყველაფერი არის საქართველოსი, მიყვარხართ და დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის.
- თქვა ბექაურმა.