"არაფრის დამალვას არ ვაპირებთ" - ლევანტეს მწვრთნელმა ქოჩორას ტრანსფერზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"არაფრის დამალვას არ ვაპირებთ" - ლევანტეს მწვრთნელმა ქოჩორას ტრანსფერზე ისაუბრა

"არაფრის დამალვას არ ვაპირებთ" - ლევანტეს მწვრთნელმა ქოჩორას ტრანსფერზე ისაუბრა
28-07-2024, 19:01
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ევრო 2024-ზე ჩინებულად თამაშის შემდეგ გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერით არაერთი ცნობილი კლუბია დაინტერესებული.

დღეს დილიდან დაიწერა, რომ სიას ესპანეთის ლა ლიგის კიდევ ორი გუნდი, ვიგოს სელტა და კატალონიური ესპანიოლიც შეემატნენ.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი ლევანტეს დამრიგებელმა, ხულიან კალერომ გააკეთა.

არაფრის დამალვას არ ვაპირებთ. ვიცით, რომ ამ ზაფხულს რამდენიმე ფეხბურთელი დაგვტოვებს და შესაძლოა, რომ ერთ-ერთი ასეთი გიორგი ქოჩორაშვილიც იყოს.

ცხადია, მე ეკონომიკურ საკითხებში არ ვერევი, რადგან თავადაც ბევრი საქმე მაქვს, თუმცა იმას კი ვიტყვი, რომ გიორგის შენარჩუნება ძალიან გამიხარდებოდა. ის არის ფეხბურთელი, რომლის თამაშშიც შიმშილსა და მონდომებას ყოველთვის ვხედავთ.

- თქვა ლევანტეს მწვრთნელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი