ახალი სეზონის დაწყებამდე, ნაპოლის კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს - Sky Italia-ს ინფორმაციით, ნორვეგიელი მცველი ლეო ოსტიგორი კარიერას საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარ რენში გააგრზელებს.
წყაროს მტკიცებით, იტალიური გუნდის ახალმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ მცველს და კლუბის ხელმძღვანელობას უკვე შეატყობინა, რომ ოსტიგორი მის სათამაშო გეგმებში არ შედიოდა და ფეხბურთელს წასვლა შეეძლო.
როგორც ირკვევა, კონტეს გუნდი ტრანსფერის სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც ახალი ფეხბურთელის დამატებისთვის, ან ხელფასების გაცემისთვის გამოიყენებენ.
ადიგლობრივი გამოცემების მტკიცებით, არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში ნაპოლის დატოვება სხვა ფეხბურთელებსაც მოუწიოთ.